მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონი“ სინათლის სიჩქარით ვრცელდება - საფრანგეთის ხელისუფლება

ომიკრონი სწრაფად ვრცელდება

კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“ სინათლის სიჩქარით ვრცელდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტეკსმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრემიერის თქმით, „ომიკრონი“ მომავალი წლის დასაწყისში საფრანგეთში ძირითადი შტამი იქნება. ყველაზე რთული მდგომარეობა ამ შტამთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთში შეიქმნა. საფრანგეთმა ბრიტანეთთან სატრანსპორტო მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესა.

ევროპა პანდემიის ახალი ტალღისთვის ემზადება. შეზღუდვები უკვე დააწესა გერმანიამ, ირლანდიამ და ნიდერლანდებმა.

ლონდონის იმპერიული კოლეჯის ექსპერტების დასკვნის მიხედვით. „ომიკრონით“ ხელახლა ინფიცირების საფრთხე დელტა შტამზე ხუთჯერ მაღალია. ამასთანავე, კვლევები აჩვენებს, რომ „ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს. საბოლოო დასკვნების გაკეთება ჯერჯერობით ნაადრევია, ვინაიდან ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელი შედარებით დაბალია.

„ომიკრონი“ პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის ძალზე გადამდებია და ამ შტამს ბევრი მუტაცია გააჩნია.

ასევე წაიკითხეთ:

🔴  უკრაინაში „ომიკრონი“ დადასტურდა

🔴  2024 წლისთვის კორონავირუსი მსოფლიოს მასშტაბით „ენდემური“ გახდება - „ფაიზერი“

🔴  ჯანმომ ახალი ვაქცინა CovavaxTM დაამტკიცა