მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ომიკრონის“ გამო აშშ ლოკდაუნს არ დაუბრუნდება - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ გამო შეერთებული შტატები ლოკდაუნის დაწესებას არ აპირებს. ამის შესახებ BBC იუწყება. 

„ახალი შტამი პანიკის საფუძველი არ არის და, ჯანმოს გაფრთხილების მიუხედავად, მკაცრი ლოკდაუნისკენ დაბრუნება არ იგეგმება“, - განაცხადა ბაიდენმა.

თავის მხრივ კომპანია „ფაიზერის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახალი შტამის მიმართ ეფექტიანი ვაქცინა 2022 წლის დასაწყისში მზად იქნება.

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა 29 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე სამხრეთ აფრიკის მთავრობას მადლობა გადაუხადეს, რომ მან ახალ შტამზე ოპერატიული რეაგირება მოახდინა. თავის მხრივ, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება უკმაყოფილოა იმით, რომ ბევრმა ქვეყანამ მას მოგზაურობაზე შეზღუდვები დაუწესა. 

ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციამ ორშაბათს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ, „ომიკრონი“ გლობალური გავრცელების დიდ რისკს შეიცავს. ამჟამად მეცნიერები ახალ ვირუსს და მისი შტამებს სწავლობენ და უნდა დაადგინოს რამდენად საშიშია ის და საჭირო იქნება თუ არა შეზღუდვების გამკაცრება. 

ამავე თემაზე:

ომიკრონის სიმპტომები - როგორ ვლინდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი - სამხრეთაფრიკელი ექიმის განმარტება

„ომიკრონი“ WHO-ის ყველაზე საშიში შტამების განახლებულ სიაში მოხვდა

„რა თქმა უნდა, „ომიკრონი“ შემოაღწევს ჩვენთან, საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა“ - პაატა იმნაძე