მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოფიციალურად! ჯო ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტია

ფიცის დადება

„ვფიცავ, რომ პირნათლად შევასრულებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მოვალეობას და გავაკეთებ ყველაფერს, რაც შემეძლება, რომ შევინარჩუნო, გავუფრთხილდე და დავიცვა ამერიკის კონსტიტუცია” - ამ სიტყვების წარმოთქმის შემდეგ, ჯო ბაიდენი ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

ფიცის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ - მოსამართლე ჯონ რობერთსმა დაადებინა. ბაიდენმა ხელი უკვე მესამედ ბაიდენების ოჯახის საგვარეულო ბიბლიას დაადო, რომელსაც მისი მეუღლე, ჯილ ბაიდენი იჭერდა.

ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნი ლედი გაგამ შეასრულა.

🗽პირველი პრეზიდენტი, ვინც ფიცი ვაშინგტონში დადო, 1801 წელს თომას ჯეფერსონი იყო. თუმცა პირველი ინაუგურაცია 1789 წელს, ნიუ-იორკში გაიმართა და მაშინ ფიცი ჯორჯ ვაშინგტონმა, საპრეზიდენტო ვადის ოფიციალურად დაწყებიდან 2 თვის შემდეგ დადო.

🗽დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში, ბოლო 150 წლის განმავლობაში, პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრო.

🗽ბაიდენი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა. პირველად 2008 წელს, ომიდან რამდენიმე დღეში. მაშინ, ჯო ბაიდენს ამერიკის სენატში საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. ის 2008 წელს საქართველოში ჩავიდა, USAID-თან ერთად, ჰუმანიტარული დახმარების გადასაცემად.

🗽ერთი წლის თავზე, ახლა უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ბაიდენი საქართველოში ჩავიდა. იმ დროს პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოსკოვს სტუმრობდა. ობამას ადმინისტრაცია მოსკოვთან „გადატვირთვის“ პოლიტიკას იწყებდა. ამ პირობებში, ობამას თეთრ სახლს სურდა გაექარწყლებინა შეშფოთება ვაშინგტონსა და თბილისში, რომ ეს შესაძლოა საქართველოს ხარჯზე მომხდარიყო.

იხილეთ აგრეთვე:

📍ლედი გაგამ ბაიდენის ინაუგურაციაზე ჰიმნი შეასრულა (ვიდეო)

📍ოფიციალურად, კამალა ჰარისი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტია