უცხოეთი

„პატარა გმირი“ - 7 წლის ბიჭმა 3 წლის ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა

7 წლის ბიჭმა 3 წლის ბავშვი სიკვდილს გადაარჩინა
1659086703
დაკოპირებულია

7 წლის კალიფორნიელი ბიჭის მასია ბრაუნის გმირობის შესახებ ამერიკული მედია წერს.  

„ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, 7 წლის მასია ბრაუნმა შემთხვევით მოჰკრა თვალი, თუ როგორ ჩავარდა 3 წლის ბავშვი წყალში. 7 წლის ბიჭმა თითქმის 2 მეტრის სიღრმიდან, უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ამოყვანა შეძლო. 

ბიჭს ნაპირზე გამოსვლაში უფროსები დაეხმარნენ. უგონო მდგომარეობაში მყოფი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

„აუზთან ვთამაშობდი, დავინახე ბიჭი აუზის ფსკერზე და მის ამოსაყვანად გადავხტი“, - ამბობს 7 წლის გმირი ამერიკულ მედიასაშუალებებთან საუბარში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  გადადის თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ ორსულობის დროს ნაყოფზე და რა უნდა იცოდნენ ორსულებმა ვირუსით ინფიცირების შესახებ?