მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

პენსილვანიის შტატში, საცხოვრებელ სახლში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკის შტატ პენსილვანიაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რასაც 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის 3 ბავშვია, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

გამოცემის ცნობით, ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველმა აღმოაჩინა, რომ დაღუპულები მისი ოჯახის წევრები არიან.

გავრცელებული ცნობით, ცეცხლი ვერანდაზე გაჩნდა, სამმა პირმა ხანძრისგან თავის დაღწევა შეძლო. დაღუპულთა შორის მეხანძრის ორი შვილი, სამი შვილიშვილი, რძალი, სიმამრი და სტუმრად მყოფი ნათესავები არიან.

ამ დროისთვის ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.