მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პენტაგონის ინფორმაციით „ალ ქაიდა“, შესაძლოა, ავღანეთში დაბრუნდეს

ოსტინი ალ ქაიდაზე

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერორისტული დაჯგუფება „ალ ქაიდა“, შესაძლოა, ავღანეთში დაბრუნდეს. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

პენტაგონის ხელმძღვანელის ლოიდ ოსტინის ინფორმაციით, ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის შემდეგ ეს საფრთხე სავსებით რეალურია და ეს ამერიკელებისთვის საფრთხეს შეიცავს. ოსტინის თქმით, ვაშინგტონი მზად არის ამას წინ აღუდგეს.

„მთელი მსოფლიო აკვირდება იმას, შეძლებს თუ არა „ალ ქაიდა“ ავღანეთში გაძლიერებას. ასეთია „ალ ქაიდას“ და „ისლამური სახელმწიფოს“ ბუნება - ისინი ყოველთვის ცდილობენ უკონტროლო ტერიტორიაზე მოხვედრას და იქ გაძლიერებას - იქნება ეს ავღანეთი, სომალი თუ სხვა ქვეყანა“ - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. ოსტინმა ეს განცხადება „ქუვეითში ოფიციალური ვიზიტის დროს გააკეთა.

ცნობისთვის, „ალ ქაიდამ“ 20 წლის წინ აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტისთვის ბაზად სწორედ ავღანეთის ტერიტორია გამოიყენა. ტერაქტის შემდეგ „თალიბანმა“ რომელიც ავღანეთის ხელისუფლებაში იმყოფებოდა, „აშშ-სთვის „ალ-ქაიდას“ ლიდერების გადაცემაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ ამერიკული ჯარი ავღანეთში შევიდა და თალიბების მთავრობა დაამხო. ამერიკის სამხედრო ოპერაცია ამ ქვეყანაში 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 რა საერთო აქვს „თალიბანსა“ და მექსიკურ ნარკოკარტელებს - Deutche Welle

🔴 თალიბებმა საპროტესტო აქციები აკრძალეს