მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაიზერის მესამე დოზა დელტა შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის

ფაიზერის მესამე დოზა

კორონავირუსის დელტა შტამისგან დაცვას მნიშვნელოვნად ზრდის ფაიზერის ვაქცინის მესამე დოზა. ამის შესახებ CNN იუწყება.

შესაბამისი კვლევები თავად კომპანია ფაიზერმა ჩაატარა. კვლევების მიხედვით, ანტისხეულების რაოდენობა ორგანიზმში ხუთჯერ გაიზარდა. კვლევები 18-დან 55 წლამდე ადამიანებში ჩატარდა.

რაც შეეხება 65-დან 85 წლამდე უფროს პირებს, მათ ორგანიზმში 11-ჯერ მეტი ანტისხეული აღმოჩნდა, ვიდრე მეორე დოზის შემდეგ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ მესამე, „ბუსტერული“ დოზის გაკეთება 6 თვის შემდეგ არის მიზანშეწონილი, როდესაც ორგანიზმში ანტისხეულების რაოდენობა იკლებს. მესამე დოზა როგორც ინდური, ასევე სამხრეთ აფრიკული შტამების მიმართ ორგანიზმის იმუნიტეტს ზრდის. მკვლევარები ამბობენ, რომ მესამე დოზის გაკეთება რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანებისთვისაც არის შესაძლებელი, მაგ. ვისაც ორგანოები აქვთ გადანერგილი.

ფაიზერის კვლევებში 44 ათასი მოხალისე მონაწილეობდა.

ცნობისთვის, მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსით დაავადებულთა უმეტესობა სწორედ დელტა, ანუ ინდური ვარიანტით არის ინფიცირებული.