მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში აქცია მიმდინარეობს

საპროტესტო აქცია ერევანში

სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევნის ცენტრში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციამ საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

მიტინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეიდან ისინი აქციებს ყოველდღე მოაწყობენ, ვიდრე ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობას არ დატოვებს.

16-მა ოპოზიციურმა პარტიამ „სამშობლოს გადარჩენის მოძრაობა“ შექმნა. ისინი ფაშინიანს მთიან ყარაბაღში ომის შედეგებზე პასუხისმგებლობას აკისრებენ, რასაც ტერიტორიის დაკარგვა და ადამიანების დაღუპვა მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია ფაშინიანის შეცვლა დროებითი პრემიერ-მინისტრით, რომლის მთავრობა ერთი წელი იმოქმედებს - ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე. ისინი კონკრეტულ კანდიდატურასაც ასახელებენ - ამ პოსტზე ვაზგენ მანუკიანი მოიაზრება.

ნიკოლ ფაშინიანი ერევანში მიმდინარე მოვლენებს „ელიტების ამბოხს“ უწოდებს. მისი თქმით, 2018 წლის რევოლუციის შედეგად ელიტამ სომხეთში ძალაუფლება დაკარგა და ახლა რევანშს ცდილობს. პრემიერის განცხადებით, საუბარია არა მთავრობასა და ოპოზიციას, არამედ პოლიტიკურ ელიტებსა და ხალხს შორის დაპირისპირებაზე.

იხილეთ აგრეთვე:

🛑 ფაშინიანს მოსახლეობა სიუნიკის ოლქში არ უშვებდა (ვიდეო)

🛑 სასულიერო პირი ნიკოლ ფაშინიანს არ მიესალმა (ვიდეო)