უცხოეთი

ფაშინიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
1685092997
დაკოპირებულია

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

„გილოცავთ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელი და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ერთობლივი ძალისხმევით სომხეთი და საქართველო განვითარებას გააგრძელებენ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებისთვის.

სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასეთად დარჩება,“ - წერს ნიკოლ ფაშინიანი.