მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფინეთის პრემიერი შესაძლოა ევროკომისიის ხელმძღვანელად დაინიშნოს - მედია

სანა მარინი, ფინეთის პრემიერ-მინისტრი

ევროპარლამენტი სერიოზულად განიხილავს ფინეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, სანა მარინის, ევროკომისიის ახალ ხელმძღვანელად დანიშვნის შესაძლებლობას, - ამის შესახებ უკრაინული მედია ფინურ გამოცემაზე Maaseudun Tulevaisuus-ზე დაყრდნობით წერს.

ფინეთის მთავრობის ამჟამინდელ მეთაურს კარგი რეპუტაცია აქვს, ის არ არის გახვეული საეჭვო საქმეებში. სანა მარინი ევროპის მთავრობის მეთაურის პოსტზე ოპტიმალური კანდიდატია, განსაკუთრებით ევროკომისიის სტრუქტურების ირგვლივ ბოლოდროინდელი კორუფციული სკანდალების ფონზე.

როგორც ფინური მედია იუწყება, სანა მარინის რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია აქვს და ლიბერალური ღირებულებებით გამოირჩევა, რის გამო შესაძლოა, მისი კანდიდატურა სხვა პოლიტიკური ჯგუფებისთვისაც მისაღები გახდეს.

„პარლამენტში და ზოგადად ბრიუსელში მარინი ითვლება განსაკუთრებულ პოლიტიკურ სუპერვარსკვლავად, რომელიც არ ასოცირდება სკანდალებთან და, ასევე, პოპულარულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით უკრაინის შესახებ მისი განცხადებების გამო“, - განუცხადა გამოცემას თანამოსაუბრემ, რომელიც დაახლოებულია ევროკომისიასთან.

ამავდროულად, თავად სანა მარინს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინელი სამხედროები თანდათან მიიწევენ წინ სვატოვოს მახლობლად, ხოლო რუსები ცდილობდნენ თავდასხმას ზაპოროჟიეს რეგიონში - საბრძოლო რუკა

✔️ რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში ფარული მობილიზაციისთვის ემზადება

✔️ ბირთვულ ძალებს არასოდეს წაუგიათ დიდი კონფლიქტები, ატომური ძალის დამარცხებამ, შეიძლება გამოიწვიოს ბირთვული ომი - მედვედევი

✔️  მთელი უბედურება ის კი არაა, რომ ლავროვი გვაქებს, უბედურებაა ის, რომ ჩვენ ამას ვიფერებთ - პაატა ზაქარეიშვილი

✔️ ვირთხებს მაინც შეუძლიათ ბუნკერიდან თავის დაღწევა, მაგრამ განაჩენი აუცილებლად დადგება - არახამია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე