მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლიციამ ქალს მას შემდეგ ესროლა, როცა მან დალასის აეროპორტში ცეცხლი გახსნა

დალასის აეროპორტის ინციდენტი

პოლიციამ 37 წლის ქალს მას შემდეგ ესროლა, რაც მან დალას ლავ ფილდის აეროპორტში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა დაიწყო. ამის შესახებ ამერიკული მედია წერს. 

„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, სროლა ბილეთების დახლთან ახლოს ახლოს. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ქალმა პირველად ჭერს დაუმიზნა და შემდეგ გაისროლა. 

პოლიციამ განაცხადა, რომ ქალი იდენტიფიცირებულია და ის პორტია ოდუფოვოა. ქალი 11:00 საათში ჩავიდა დალასის აეროპორტში, გამოიცვალა ტანსაცმელი და შემდეგ ცეცხლი გახსნა. 

ამავე ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 

„ოფიცერმა ქალს ქვედა კიდურებში ესროლა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს დალასის პოლიციის უფროსმა ედგარდო გარსიამ. 

სატრანსპორტო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ მოგვიანებით განაცხადა, რომ აეროპორტის გამშვები პუნქტის მუშაობა განახლდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

ალკოჰოლური სასმელების მიღების შედეგად 28 ადამიანი გარდაიცვალა და 60 დაავადდა - შემთხვევა ინდოეთში

➖ გაზის კრიზისის ფონზე ჩეხეთმა თავისი საწყობები 80%-ით შეავსო - პეტრ ფიალა

➖  რომის პაპის ისტორიული ბოდიში - პაპი ფრანცისკე პატიებას სთხოვს ყველას, ვისაც კათოლიკური ეკლესიის სისტემა ძალადობრივად შეეხო

➖ პითონმა ბოამ თავისი პატრონი, ახალგაზრდა კაცი დაახრჩო - შემთხვევა პენსილვანიაში

➖ კოვიდინფიცირებული ჯო ბაიდენის ჯანმრთელობის შესახებ ექიმი განცხადებას აკეთებს

➖ „ვერ გადავრჩები“ - რუსი ოპოზიციონერი ლეონიდ გოზმანი დააკავეს

➖ შეიარაღებულმა პირმა ორი ადამიანი მოკლა, ლიკვიდირებულია თავდამსხმელიც - შემთხვევა კანადაში