მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე სირიელი მიგრანტის ცხედარი იპოვეს

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარი

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე პოლიციელებმა ახალგაზრდა სირიელი მამაკაცის ცხედარი იპოვეს, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

მიგრანტის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

სიტუაცია პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე 8 ნოემბერს გართულდა, როდესაც სასაზღვრო პუნქტს ბელარუსის მხრიდან რამდენიმე ათასი მიგრანტი მიუახლოვდა, მათი უმეტესობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არიან. მას შემდეგ, რაც პოლონელმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა საზღვარზე მიგრანტების გადასვლა აღკვეთეს, მათ იქვე კარვების ქალაქი გაშალეს.

ერთ-ერთი პოლონელი მესაზღვრის განცხადებით, 12 ნოემბერს მიგრანტების მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის 219 მცდელობა დაფიქსირდა.