მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პოლონეთი გერმანიას „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტის გაჩერებისკენ მოუწოდებს

პოლონეთის პრემიერის განცხადება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ მოუწოდა ოლაფ შოლცს, რომელიც, სავარაუდოდ, გერმანიის მომავალი კანცლერი იქნება, რომ ბერლინმა გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადის“ პროექტი გააჩეროს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება. 

„პოლონეთი დღეს ევროკავშირის საზღვარს იცავს. მოდით უფრო ფართო პერსპექტივაზე ვისაუბროთ, ერთად ვიმუშაოთ მშვიდობისთვის და არ მივცეთ ვლადიმერ პუტინს საშუალება, რომ მეტი ფული მიიღოს და ამით რუსეთის შეიარაღება გააგრძელოს“, - განაცხადა მორავეცკიმ.

16 ნოემბერს გერმანიის ქსელების ფედერალურმა სააგენტომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა. სერტიფიცირების პროცესი მას შემდეგ განახლდება, რაც კომპანია Nord Stream 2 AG ძირითად აქტივებს და საკადრო რესურსებს გერმანიის შვილობილ კომპანიას გადასცემს.

მიუხედავად იმისა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ მშენებლობა სექტემბერში დასრულდა და გაზსადენით ამჟამად გაზის ტექნიკური ტრანსპორტირება ხდება, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი სერტიფიცირების პროცესი 2022 წლის მაისამდე გაგრძელდება.