მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პომპეო: ტრამპის ადმინისტრაცია ხელისუფლებაში დარჩება

მაიკ პომპეოს განცხადება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპის პირველი ადმინისტრაცია ხელისუფლებას ტრამპის მეორე ადმინისტრაციას გადასცემს. ასე უპასუხა პომპეომ ჟურნალისტის შეკიხვას ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების მოსალოდნელი გადაცემის შესახებ. ამის თაობაზე  npr.org იუწყება. 

„20 იანვრამდე ხმების გადათვლა მოხდება. გარდამავალი ეტაპი ჩვენთვის წარმატებით დასრულდება“ - განაცხადა პომპეომ.

16 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბაიდენის გამარჯვება აღიარა, თუმცა განაცხადა, რომ კენჭისყრის დროს ადგილი ჰქონდა დარღვევებს.

მაიკ პომპეო ამჟამად ტურნეს მართავს. ტურნეს ფარგლებში ის საფრანგეთს, საქართველოს, თურქეთს, ისრაელს, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ყატარს და საუდის არაბეთს ეწვევა. თბილისში პომპეოს ოფიციალური ვიზიტი 17-18 ნოემბრისთვის იგეგმება.