მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრემიერობის მოვალეობის შესრულებისას, მე ვიზრუნებ იმ მიზანზე, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხდეს“ - ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, იგი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის კვალდაკვალ, უკრაინას მხარს დაუჭერს. 

მისივე თქმით, იგი იმუშავებს მოკავშირეებთან, რათა უკრაინას მეტი იარაღი და ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდონ.

„ჩემი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებისას, მე ვიქნები უკრაინის უდიდესი მეგობარი, და სრულად ერთგული იმ მიზნისკენ, რომ პუტინი უკრაინაში დამარცხდეს, განიცადოს სტრატეგიული მარცხი და რუსეთი მომავალში შეზღუდული იყოს. არ არის დრო, ვისაუბროთ დათმობებზე და კომპრომისებზე საშინელი დიქტატორის მიმართ. მე ვარ კანდიდატი, რომელსაც ბრიტანელებს შეუძლიათ, ენდონ“, - განაცხადა ტრასმა. 


 

შეგახსენებთ, 7 ივლისს ბორის ჯონსონმა ოფიციალურად დატოვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

მან სიტყვით გამოსვლის დროს ასევე მიმართა უკრაინელებს და განაცხადა, რომ ბრიტანეთი კვლავ გააგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას.

გადადგომას წინ უძღოდა კონსერვატორული პარტიისა და მთავრობის მიერ ბორის ჯონსონის კრიტიკა და მოწოდება მისი გადადგომის შესახებ.

ბრიტანეთის პრემიერობისთვის ახლა ორი კანდიდატი, ლიზ ტრასი და ყოფილი ფინანსთა მინისტრი რიში სუნაკი იბრძვიან.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

🔴 „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“ - ჩინეთის პრეზიდენტი ბაიდენს

🔴 „ნატოს ამჟამინდელი სტრატეგიით უკრაინა ომს ვერ მოიგებს“ - ორბანი