
კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მფლობელის ევგენი პრიგოჟინის განცხადებით, მაისის შუა რიცხვებისთვის ვაგნერის მებრძოლთა რიცხვი 30 000-ით გაიზრდება.
მისი თქმით, „ვაგნერი“ ყოველდღიურად, დაახლოებით, 500-800 ადამიანის რეკრუტირებას ახორციელებს.
„შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ეს რაოდენობა შემცირდეს, თუმცა მაისის შუა რიცხვებისთვის ჩვენ ვგეგმავთ, რომ დანაყოფის მებრძოლების რაოდენობა, დაახლოებით, 30 000-ით გაიზრდება“, - აცხადებს პრიგოჟინი.
გასულ კვირაში პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერის გაწვევის ცენტრები რუსეთის 42 ქალაქში გაიხსნა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 ყველა რაშისტი პასუხს აგებს, პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის - ზელენსკი
👉 გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა