მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინი არ გაიმარჯვებს, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში“ - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენელარული მდივანი

კრიტიკული და უპრეცედენტო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა  იენს სტოლტენბერგმა ბუქარესტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

„ნატოს მოკავშირეებმა დაამტკიცეს თავიანთი მზადყოფნა უპრეცედენტო გზით მხარი დაუჭირონ უკრაინას. რუსეთის უკრაინაში შეჭრა ალიანსისთვის მოულოდნელი არ იყო და მზად იყვნენ მსგავსი სიტუაციებისთვის 2014 წლის შემდეგ“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ომი 2014 წელს დაიწყო, რაც გულისხმობდა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიას.

„ომი არ დაწყებულა მიმდინარე წლის თებერვალში, ომი დაიწყო 2014 წლის გაზაფხულზე. და მას შემდეგ ნატომ განახორციელა ჩვენი ალიანსის ყველაზე დიდი გაძლიერება, ყველაზე დიდი ადაპტაცია ცივი ომის დასრულების შემდეგ, მეტი ყოფნით ჩვენი ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, ამ წლის თებერვალში, შეჭრის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბევრად უკეთ იყვნენ გაწვრთნილი, ვიდრე 2014 წელს.

„ახლა მთავარი აქცენტი კეთდება უკრაინის მხარდაჭერაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ პრეზიდენტი პუტინი არ გაიმარჯვებს, მაგრამ უკრაინა გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში“, - დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 ექსპერტის თქმით, ირანმა შეიძლება არ გადასცეს ბალისტიკური რაკეტები რუსეთს

👉 ლუგანსკის ოლქის ქალაქ სვატოვოში 20-მდე რუსი სამხედროა ლიკვიდირებული - უკრაინის გენშტაბი

👉 პუტინი აბსოლუტურად ამაზრზენად იქცევა, რადგან ოკუპანტებს სამხედრო მარცხი ემუქრებათ - ჯონ კირბი

👉 რუსი ოკუპანტები უკრაინაზე ახალი სარაკეტო დარტყმისთვის ემზადებიან - ISW

👉 დამპყრობლები ბახმუტის სამხრეთით დაწინაურდნენ - ISW