მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინი ბაიდენს აშშ-ის დამოუკიდებულობის დღეს არ მიულოცავს“ - პესკოვი

ვლადიმერ პუტინი და ჯო ბაიდენი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს არ მიულოცავს, - ამის შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა

მისივე თქმით, მიზეზი აშშ-ის „არამეგობრული“ ქმედებებია.

„წელს დამოუკიდებლობის დღის მილოცვა სათანადოდ ძნელად შეიძლება, რომ ჩაითვალოს. ამის მიზეზი ამერიკის შეერთებული შტატების არამეგობრული პოლიტიკური ნაბიჯებია“, - განაცხადა პესკოვმა. 

ცნობისთვის, 4 ივლისი აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეა. 

შეერთებული შტატები ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ დააარსა. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, რომელშიც აშშ-მა გაიმარჯვა. საბოლოოდ, 1787 წლის 17 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კონსტიტუცია მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პუტინს რუსი გენერლების მიმართ ნდობა დაკარგული აქვს - ISW

👉 უკრაინულმა ძალებმა ლისიჩანსკი დატოვეს

👉 ლისიჩანსკზე გამარჯვების გამოცხადების შემდეგ რუსეთის აქცენტი დონეცკის აღებაზე გადაინაცვლებს - ბრიტანული დაზვერვა

👉 [ქვიზი] გამოიცანი თბილისი ძველი ფოტოებით