
სოჭში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა პუტინ-ერდოღანის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენ თანდათან გადავდივართ ეროვნულ ვალუტაში გადახდაზე, ეს მართლაც ახალი ეტაპია, რომელიც ხსნის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის ჩვენი ფულადი და ფინანსური ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ნოვაკმა.
მისი თქმით, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა მიიღეს „ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები“, რომლებიც ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ დონეზე აყენებს.
ამასთან, პრეზიდენტებმა შეხვედრაზე სირიისა და ლიბიის საკითხები საკითხები განიხილეს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
🔴 საქართველოს მოქალაქეებს რუსული ენის მოსმენა და მათი თავხედური ქცევები აღიზიანებთ - თინა ხიდაშელი