უცხოეთი

პუტინი სერიოზულად არის ავად - უკრაინის დაზვერვის უფროსი

პუტინი 9 მაისის აღლუმზე
1652544125
დაკოპირებულია

უკრაინის დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერიოზულად არის ავად, ხოლო მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ადამიანები ქვეყნის უმაღლესი ეშელონებიდან ხელისუფლებიდან პუტინის გადასაყენებლად ემზადებიან. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

როგორც ბუდანოვმა Sky News-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პუტინს ონკოლოგიური დაავადება აქვს. საიდან აქვს უკრაინის დაზვერვის უფროსს ეს მონაცემები, მან არ დაასახელა.

პუტინის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ სტატიას გაზეთი The Times-იც ავრცელებს. ის ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის და მისი დასავლელი პარტნიორის სატელეფონო საუბარს ეყრდნობა. ამ საუბრის დროს რუსი ბიზნესმენი ამბობს, რომ პუტინს სისხლის კიბო აქვს. მისივე თქმით, პუტინი ჭკუიდან შეიშალა და უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის გამო ის რუსეთის ეკონომიკას გაანადგურებს. ოლიგარქის ვინაობა, ასევე, არ სახელდება.

გამოცემა „პროექტმა“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის მიხედვით პუტინს ხშირად სტუმრობენ ექიმები, მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების ქირურგები, რომლებიც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებზე მუშაობენ.  მედია ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ პუტინის მიერ ოფიციალურად გამოცხადებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების მიუხედავად, ის უცხოელ ლიდერებს გრძელ მაგიდასთან ხვდება და მათ არ უახლოვდება. ასევე ჟურნალისტების ყურადღება პუტინის უცნაურმა პოზამ მიიპყრო თავდაცვის მინისტრთან სერგეი შოიგუსთან ბოლო შეხვედრის დროს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ

✔️ რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს - ბუდანოვი

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა - უკრაინის გენშტაბი

✔️ რუსული ჯარები ცდილობენ შეაღწიონ სლავიანსკში და კრამატორსკში - ბრიტანული დაზვერვა

✔️ 🎥 უკრაინის ეროვნული გვარდიის არტილერისტებმა საცხოვრებელი კორპუსის უკან დამალული დამპყრობლები გაანადგურეს