უცხოეთი

პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს ხელი მოაწერა

პუტინი ხელმოწერისას
1584188174
დაკოპირებულია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კონსტიტუაციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს ხელი მოაწერა.

ცვლილებები პრეზიდენტს, მთავრობის წევრებსა და სხვადასხვა დონის თანამდებობის პირებს ახალ მოთხოვნებს უყენებს, მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს სოციალური გარანტიებს აწესებს, გასაზღვრავს პარლამეტის დადგენილებების შეცვლის წესებს, კრძალავს ფედერალური ტერიტორიების გასხვისებას და აყალიბებს რუსული ენის სტატუსს. გარდა ამისა, ცვლილებები მოქმედ პრეზიდენტს საშუალებას აძლევს კვლავ მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წელს.

პროცედურის თანახმად, ახლა საკონტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს შეესაბამება თუ არა ცვლილებების კანონპროექტი კონსტიტუციას. თუ სასამართლო მას კონსტიტუციურად არ სცნობს, პროცედურა შეწყდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი პრეზიდენტი კანონპროექტისთვის ხმის მიცემას დაუშვებს. კენჭისყრაში მონაწილეობა პატიმრებისა და შშმ პირების გარდა, რუსეთის ყველა სრულწლოვან მოქალაქეს შეეძლება.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო კენჭისყრა 22 აპრილს არის დაგეგმილი. ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმის მიცემის შედეგებს 3 დღეში გამოაქვეყნებს. საკონსტუტუციო ცვლილებები ძალაში შედეგების გამოქვეყნების დღიდან შევა.