მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პუტინს ეშინია რუსი ხალხის, პუტინს ეშინია ალექსეი ნავალნის“ - ანდრიუს კუბილიუსი

ანდრიუს კუბილიუსი

„პუტინს ეშინია რუსი ხალხის“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“ წერს. 

„პუტინს ალექსეი ნავალნის ეშინია. პუტინს ეშინია სიმართლის კრემლის კორუფციის შესახებ, პუტინს ეშინია რუსი ხალხის. ნავალნი მაგალითს გვიჩვენებს, რომელსაც უნდა მივბაძოთ. ნუ გვეშინია პუტინის! გაათავისუფლეთ ნავალნი!“, - წერს  ანდრიუს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 2021 წლის 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, როდესაც ის ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნდა. სასამართლომ 2 თებერვალს, კრემლის ლიდერის მთავარ ოპონენტს 3,5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ნავალნი სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის.