მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რბილად რომ ვთქვათ, გამოწვევაა“ - ანალენა ბაერბოკი ერდოღანს პუტინთან გადაღებული საერთო ფოტოს გამო აკრიტიკებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს კრემლის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან გადაღებული საერთო ფოტოს გამო აკრიტიკებს. ამის შესახებ მან Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა. წერს უკრაინული მედია.

„ის ფაქტი, რომ ამ ფოტოზე თურქეთის პრეზიდენტია, რბილად რომ ვთქვათ, გამოწვევაა“, - განაცხადა ბაერბოკმა. 

მანვე აღნიშნა, რომ თურქეთი ნატოს წევრია და უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევს. 

„თურქეთი უკრაინას მასიური სამხედრო მხარდაჭერას უწევს. ამიტომ ეს ფოტო ჩემთვის გაუგებარია, განსაკუთრებით ნატოს წევრის თვალსაზრისით. აუცილებელია საერთაშორისო წესების დაცვა“, - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴  ტეხასში ავტოკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

🔴  სახლზე ხის დაცემის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა - შემთხვევა ალაბამაში

🔴  განადგურებულია 39 ათასზე მეტი რუსი სამხედრო - უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების დანაკარგებზე

🔴  აშშ უკრაინაში შორი დისტანციის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემისგან თავს იკავებს - Wall Street Journal

🔴  რუსებმა ნიკოლაევი C 300 -ის ტიპის რაკეტებით დაბომბეს