უცხოეთი

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლებში გადაიხდის

თურქეთის პრეზიდენრი
1659807808
დაკოპირებულია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურს ნაწილობრივ რუბლებში გადაიხდის. ინფორმაციას უკრაინული მედია  თურქულ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუზე“ დაყრდნობით ავრცელებს. 

კითხვაზე, შეთანხმდნენ თუ არა თურქეთისა და რუსეთის ლიდერები ბუნებრივ აირთან დაკავშირებით ახალ შეთანხმებაზე, ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს ინვესტიცია განახორციელოს მის ეკონომიკაში.

დისკუსიის გაგრძელების შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ ის დათანხმდა რუსული გაზის რუბლებში გადახდას.

„ჩვენ შევთანხმდით პუტინთან რუბლებში გადახდაზე (ბუნებრივი გაზის ვაჭრობაში). იმედი მაქვს, ეს ორივე მხარეს ფინანსურ სარგებელს მოუტანს“, - აღნიშნა ერდოღანმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ არახამია, იასკო, გონჩარენკო - ზელენსკიმ 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი