მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რეფერენდუმები და დემილიტარიზებული ზონა“ - ინდონეზია უკრაინას სამშვიდობო გეგმას სთავაზობს

ინდონეზიის პრემიერი

ინდონეზიის თავდაცვის მინისტრი პრაბოვო სუბიანტო უკრაინას სამშვიდობო გეგმას სთავაზობს.

BBC-ის ცნობით, სუბიანტომ სინგაპურში, უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე „შანგრი-ლა დიალოგი“ (SLD) უკრაინა-რუსეთის ომის შეწყვეტის ინდონეზიური გეგმის ძირითადი პუნქტები დაასახელა:

◾ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა

◾ დემილიტარიზებული ზონის შექმნა, რომელიც სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ იქნება

◾ გაეროს ეგიდით, ახალი რეფერენდუმების ჩატარება „სადავო ტერიტორიებზე“ 

ინდონეზია, დემილიტარიზებული ზონის შესაქმნელად, თითოეულ ქვეყანას ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრით უკან დახევას და აღნიშნულ ზონაზე, საერთაშორისო კონტროლის დამყარებას სთავაზობს. 

ამას გარდა, ინდონეზიის თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ აუცილებელია რუსეთის კონტროლის ქვეშ მოქცეული რეგიონების მცხოვრებლების სურვილების „ობიექტურად დადგენა“.

„არ ვიცი, მიიღებენ თუ არა ჩემს წინადადებას, თუმცა ვეცადოთ მაინც, გავცეთ კონკრეტული რეკომენდაციები“, - აღნიშნავს სუბიანტო.