უცხოეთი

რომის პაპი რუსეთის მეორე ყველაზე ძლევამოსილ სასულიერო პირს შეხვდა

რომის პაპი რუსეთის მეორე ყველაზე ძლევამოსილ სასულიერო პირს შეხვდა
1659710666
დაკოპირებულია

რომის პაპი ფრანცისკე რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეორე ყველაზე ძლევამოსილ პირს, ეპისკოპოს ანტონის შეხვდა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. 

ეს იყო მათი პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ენტონის წინამორბედი, ილარიონი გადააყენეს, რაც მოსკოვის საპატრიარქოში არსებულ უთანხმოებაზე მიუთითებს. 

ვატიკანს კერძო აუდიენციაზე განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. 

ცნობისთვის, რომის პაპი ფრანცისკე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში 13-15 სექტემბერს მსოფლიო რელიგიების ლიდერთა VII კონგრესს დაესწრება, სადაც იგი იმედოვნებს, რომ რუსეთის პატრიარქსაც შეხვდება. 

პაპი კირილთან შეხვედრას გასულ თვეში ჯერ იერუსალიმში, შემდეგ კი ლიბანში მოგზაურობის შემდეგ გეგმავდა, მაგრამ ორივე გაუქმდა.

შეგახსენებთ, რუსეთის პატრიარქმა კირილმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მხარი სრულად დაუჭირა, რის გამოც რამდენიმე ქვეყანამ მას სანქციები დაუწესა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“ - ვიქტორ ორბანი

✔️ ჯერემი კორბინი დასავლეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო