მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთი ახლა ათამაშებს სცენარს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ანექსიის თამაში“ - ჯონ კირბი

პენტაგონის პრესმდივანი

რუსეთი უკრაინის მეტი ტერიტორიის ანექსიას უყრის საფუძველს და მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში არალეგიტიმურ, მარიონეტულ ლიდერებს ნიშნავს, - ამის შესახებ განცხადება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა

ჯონ კირბის თქმით, რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, შტატები უკრაინის სამხედრო დახმარებას განაგრძობს. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ახალი დახმარების პაკეტის ფარგლებში, უკრაინას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, ჭურვებსა და საბრძოლო მასალას გადასცემს.

ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) სპიკერის თქმით, რუსები გეგმავენ, მოაწყონ „მოჩვენებითი რეფერენდუმები“ მათ მიერ მიტაცებულ რაიონებში, შესაძლოა სექტემბრის დასაწყისში, ასევე, ემზადებიან ადგილზე რუბლის, როგორც ძირითადი ვალუტის შესატანად და ადგილობრივებს რუსეთის მოქალაქეობის მიღებას აიძულებენ. ანექსიისთვის განკუთვნილი ტერიტორიები მოიცავს ხერსონს, ზაპოროჟიეს, ასევე, ლუგანსკისა და დონეცკის მთელ ტერიტორიას.

კირბის განცხადებით, რუსეთი, ასევე, ცდილობს, აიღოს კონტროლი სამაუწყებლო ანძებზე.

„რუსეთი ახლა ათამაშებს სცენარს, რომელსაც შეიძლება დავარქვათ „ანექსიის თამაში“, რომელიც ძალიან ჰგავს 2014 წლის მოვლენებს. რუსეთი უკვე ნიშნავს არალეგიტიმურ, მარიონეტ ჩინოვნიკებს მის კონტროლქვეშ არსებულ უკრაინულ რაიონებში. ძალის გამოყენებით ანექსია გაეროს წესდების უხეში დარღვევა იქნება და ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ის დარჩეს დაუსჯელი“, - დასძენს ჯონ კირბი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT

🔴 „იქნება მშვიდობა ჩვენი პირობებით“ - დმიტრი მედვედევი

🔴 რუსეთი ყურადღებას დონბასში ორი ქალაქის აღებაზე ამახვილებს - ISW

🔴 რუსეთმა სახმელეთო შეტევითი შესაძლებლობების 30%-ზე მეტი დაკარგა - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი