მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთი ბელარუსში სარაკეტო სისტემებსა და სუ-35-ებს აგზავნის

რუსული სამხედო ტექნიკა

რუსეთი ბელარუსში S-400 ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემასა და სუ-25-ებს აგზავნის, - ამის შესახებ Reuters-ი Interfax-ზე დაყრდნობით იუწყება. 

დაანონსებული ერთობლივი წვრთნების ფარგლებში, რუსეთის სამხედრო ძალებმა და ტექნიკამ ბელარუსში ჩასვლა უკვე დაიწყო. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ბელარუსში S-400-ის ორი ბატალიონი და სუ-35-ის ტიპის 12 საბრძოლო თვითმფრინავი გაიგზავნება.

გარდა ამისა, ბელარუსში პანცირის სარაკეტო სისტემის განთავსებაც იგეგმება.

შეგახსენებთ, რუსეთი და ბელარუსი თებერვალში ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔴 პუტინი საწოლის რომელ მხარეს გაიღვიძებს, იმაზეა დამოკიდებული უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გადაწყვეტილება - ბაიდენი

🔴 რუსეთი რუმინეთიდან და ბულგარეთიდან ნატოს ძალების გაყვანას ითხოვს

🔴 თანამგზავრებმა უკრაინის საზღვართან რუსული საბრძოლო ტექნიკა გადაიღეს (ვიდეო) 

🔴 რუსეთის დუმის დეპუტატები პუტინს დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლად აღიარებას სთხოვენ 

🔴 ესპანეთმა შავ ზღვაში საბრძოლო ხომალდები გაგზავნა

🔴 „პარტნიორების უუნარობის გამო ჩვენი მოქალაქეების სისხლით აღარ გადავიხდით, სწრაფად გამოიტანონ დასკვნები რუსეთის ქმედებებზე“ - დმიტრო კულება