
„რუსეთის ფედერაცია დათანხმდა ხელშეკრულების 60 დღით გახანგრძლივებას“, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა გაეროში, რომ რუსულმა მხარემ შეატყობინა შეთანხმების ყველა მხარეს, რომ იგი აგრძელებს შეთანხმებას 60 დღით. ამის შესახებ ყველა მხარეს ეცნობა არა მხოლოდ ზეპირად“, - აღნიშნა ზახაროვამ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
👉 ყველა რაშისტი პასუხს აგებს, პასუხს აგებენ ყოველი უკრაინელის სიცოცხლისთვის - ზელენსკი
👉 გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი გადასცა