უცხოეთი

რუსეთი ფინეთს ელექტროენერგიის მიწოდებას შეუწყვეტს

ფინეთი
1652463953
დაკოპირებულია

RAO Nordic, რუსული ენერგეტიკული კომპანია Inter RAO-ს შვილობილი კომპანია 14 მაისიდან ფინეთს ელექტროენერგიას შეუწყვეტს. ამის შესახებ Eurointegration RAO Nordic-ზე  დაყრდნობით იტყობინება. 

„სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ  Nord Pool-ის ბირჟაზე, თანხები ჩვენს საბანკო ანგარიშზე ჯერ არ არის ჩარიცხული. ეს მდგომარეობა გამონაკლისია და პირველად მოხდა წლების განმავლობაში.  ჩვენი სავაჭრო ისტორია წლებს ითვლის. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია მალე მოგვარდება და რუსეთთან ელექტროენერგიით ვაჭრობა აღდგება“, - ნათქვამია RAO Nordic-ის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს ნაბიჯი საფრთხეს არ შეუქმნის ფინეთის ელექტროენერგიის ბაზარს. 
ამასთან, ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა ნატოში გაწევრიანების განაცხადის დაუყოვნებლივ წარდგენის თაობაზე ისაუბრეს. 

მოსალოდნელია, რომ ჰელსინკი ალიანსში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება. თავის მხრივ, კრემლმა განაცხადა, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთს. 

ფინეთი შიშობს, რომ „რუსეთის შურისძიება“ შესაძლოა ენერგეტიკულ სექტორსაც შეეხოს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ლატვიამ ომის მხარდაჭერის გამო რუსეთის 102 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

✔️ ლოიდ ოსტინმა და სერგეი შოიგუმ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ისაუბრეს - BBC

✔️ ევროკავშირი უკრაინას მძიმე შეიარაღებისთვის 500 მილიონ ევროს გამოუყოფს - ჯოზეფ ბორელი

✔️ შვედეთი და ფინეთი ნატოში მათი წევრობის წინააღმდეგ ერდოღანის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურნენ