უცხოეთი

„რუსეთი უნდა დაისაჯოს“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
1659779946
დაკოპირებულია

„ზაპოროჟიეს ატომური სადგურისთვის ცეცხლის გახსნა ტერორისტული აქტის ტოლფასია“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთი საკუთარი ქმედებების გამო უნდა დაისაჯოს.

„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ევროპისთვის კიდევ ერთი ძალიან დიდი საფრთხე შექმნეს. მათ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ცეცხლი გაუხსნეს. ერთი დღის განმავლობაში ორჯერ ესროლეს. ნებისმიერი მსგავსი ფაქტი ტერორისტული აქტის ტოლფასია. ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი ტერორისტი სახელმწიფოა.

ნებისმიერ რუსულ კომპანიას, რომელიც რუსულ ატომურ სადგურებთან კავშირშია, სანქციები უნდა დაუწესდეს. აუცილებელია, რუსეთმა ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხი მკაცრად აგოს. უნდა მოხდეს რუსული აქტივების გაყინვა და უკრაინისთვის გადაცემა. მტერი უნდა დაისაჯოს, რუსეთს მოუწევს როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად პასუხი აგოს დანაშაულისთვის“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ უკრაინაში ომის ახალი ფაზა იწყება - ბრიტანული დაზვერვა

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ „გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“ - ვიქტორ ორბანი

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო