მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის ელჩი უკრაინას გაჭიანურებული ომით დაემუქრა

რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში

რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში ანდრეი კელინი ლონდონს უკრაინასთან გაჭიანურებული ომით დაემუქრა, თუ ბრიტანეთის მთავრობა შეიარაღებული ძალების მიწოდებას განაგრძობს.

ელჩის თქმით, დიდი ბრიტანეთის მიერ მიწოდებული იარაღი ახლა აღმოსავლეთ უკრაინის დონბასის რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად გამოიყენება. 

„კონფლიქტი შეიძლება მალე დასრულდეს, რადგან დიდი ბრიტანეთი გაიაზრებს, რომ რუსეთზე გამარჯვების შესაძლებლობა არ არსებობს. კონფლიქტი გახანგრძლივდება, თუ დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს იარაღის მიწოდებას, რომელიც ახლა დონბასსა და სხვა რაიონებში, ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის გამოიყენება”, - აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

ამასთან, თავად ბრიტანელმა ჟურნალისტებმა განმარტეს, რომ უკრაინის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იარაღის გამოყენების მტკიცებულება არ არსებობს.

როდესაც ჟურნალისტებმა კელინს ჰკითხეს, რატომ იცრუა მან იანვარში, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა, ელჩმა უპასუხა, რომ მაშინ არ იცოდა მოსკოვის გეგმების შესახებ. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი

🔴 რუსული ჯარები ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებიან - ISW

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 უკრაინაში რუსული არმიის სამი პოლკოვნიკი მოკლეს

🔴 მშვიდობის უზრუნველსაყოფად რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობას გამოვრიცხავთ - დმიტრო კულება