უცხოეთი

რუსეთის მიერ მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება დიდ საფრთხეს წარმოადგენს - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი
1652455820
დაკოპირებულია

გერმანიაში, დიდი შვიდეულის ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრები იკრიბებიან, რათა განიხილონ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გავლენები გლობალურ სასურსათო საკითხთან მიმართებით. ამის შესახებ BBC წერს. 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებები მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის მიზნით დიდ საფრთხეს წარმოადგენს.

„ომი არ არის მხოლოდ ტანკებითა და საჰაერო რაკეტებით, არა მხოლოდ ყალბი ამბებით და პროპაგანდით, არამედ ეს არის სასურსათო ომი, რომელიც ჩვენ ვხედავთ ჩვენს გარშემო. რუსეთის ქმედება მარცვლეულის ექსპორტის დაბლოკვის შესახებ, არის ძალიან დიდი საფრთხე. ამიტომ, ძალიან კარგია რომ სესიაზე ფოკუსირებას ვახდენთ გლობალურ სასურსათო კრიზისზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ბაერბოკი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ რუსული არმია დასავლეთის მაგალითს რომ მიჰყოლოდა, უკრაინას რამდენჯერმე გადავუვლიდით - რუსეთის ელჩი ევროკავშირში

✔️ რუსები აზოვსტალში შეღწევას ცდილობენ

✔️ რუსეთში ფარული მობილიზაცია მიმდინარეობს - ბუდანოვი

✔️ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 18 შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 13 ტანკი, 8 საარტილერიო სისტემა - უკრაინის გენშტაბი