უცხოეთი

რუსეთის მოქალაქეები ლატვიაში ჩასვლას მხოლოდ ნათესავების დაკრძალვაზე შეძლებენ

ლატვიის საელჩო რუსეთში
1659707626
დაკოპირებულია

ლატვიის საელჩომ რუსეთში გაურკვეველი ვადით ვიზების გაცემის პროცესი შეაჩერა. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება. 

ერთადერთი გამონაკლისი, რომლის დროსაც ლატვიის საელჩო რუსეთის მოქალაქეს ვიზას მისცემს, ახლო ნათესავის დაკრძალვაზე წასვლის აუცილებლობა წარმოადგენს.

ლატვიამ რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემის პროცესი ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე შეაჩერა. ამასთანავე, ქვეყანამ დატოვა გრძელვადიანი სამუშაო ვიზის მიღების შესაძლებლობა, ასევე მოკლევადიანი ჰუმანიტარული ვიზები, რომელთა გაცემის განხილვა ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად ხდება.

ლატვიის და ესტონეთის ხელისუფლებები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის პროცესი საერთოდ შეაჩეროს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ ჯერემი კორბინი დასავლეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღება

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ მიხაილო პოდოლიაკმა რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოებისთვის საჭირო ოთხი კომპონენტი დაასახელა

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო

✔️ გამოკითხვა - უნდა დაწესდეს თუ არა რუსეთთან სავიზო რეჟიმი?