
რუსეთის ფედერაციის საელჩომ შვეიცარიაში გაზეთ Neue Zurcher Zeitung-ის მთავარი რედაქტორი ერიკ გუიერი დაადანაშაულა იმაში, რომ გაზეთი რეგულარულად ავრცელებს საკუთარ მოსაზრებებს და უხამს გამონათქვამებს რუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
გაზეთის ერთ-ერთ ნომერში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯამბაზის ცხვირით არის გამოსახული და მას სახეზე ლგბტ+ დროშა აქვს მიხატული.
სტატიას, ასევე, თან ახლდა პუტინის წინააღმდეგ ბრალდება სამხედრო დანაშაულში. რუსეთის საელჩო შვეიცარიულ გამოცემას სასამართლოში უჩივის.
„რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ის მორწმუნე ადამიანია და მხარს უჭერს რუსულ საზოგადოებაში ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებას. ასე რომ მისი სახის გაფერადება ცისარტყელას ფერებში დროში და სივრცეში დაკარგულია“, - წერია გაზეთის მთავარი რედაქტორის მიმართ მიწერილ წერილში.
ასევე, რუსეთის საელჩოში უკმაყოფილოები არიან, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტატიაში სუპერგმირის სახით არის გამოსახული.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „დენაციფიკაცია გაჩაღებულია“ - მარია ზახაროვა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე
👉 „არცერთი სანქცია არ მოიხსნება რუსეთის მიერ ნაკარნახევი მშვიდობის შემთხვევაში“ - ოლაფ შოლცი