
კორონავრუსის გავრცელების გამო, რუსეთში 23 მარტიდან სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდება.
აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა მიიღო.
მინისტრის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში 12 აპრილს განახლდება.
მანამდე კი, მერმა სერგეი სობიანინმა მოსკოვში სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
ცნობისთვის, COVID 19 მსოფლიოში უკვე ფართოდ გავრცელდა, ინფექცია 160-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა.