უცხოეთი

რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ფინეთი ბოლომდე იბრძოლებს - სარდალი

ფინელი სამხედროები
1655972583
დაკოპირებულია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ტიმო კივინენმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ფინეთი მზად არის მას საკადრისი პასუხი გასცეს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

მისი თქმით, ფინეთი ზუსტად ისეთი ომისთვის ემზადებოდა, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს.

კივინენმა განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების შემდეგაც ქვეყნის დაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი მაინც ფინეთი იქნება.

„უკრაინა ძალზე მძიმე ლუკმა აღმოჩნდა და რუსეთმა მისი დაღეჭვა ვერ მოახერხა. ფინეთიც ასეთია“, - ამბობს კივინენი.

მისი თქმით, ფინეთს მნიშვნელოვანი სამხედრო არსენალი გააჩნია და ფინელ სამხედროებს მაღალი მოტივაცია აქვთ.

გენერლის თქმით, ფინეთს აქვს ფრთოსანი რაკეტები, რომელთა მოქმედების მანძილი 370 კმ-ს შეადგენს, ასევე მან აშშ-ის კომპანია Lockheed Martin-ს 4 საბრძოლო ხომალდი და 64 ავიაგამანადგურებელი F-35 შეუკვეთა. გარდა ამისა, ფინეთი 2 ათას უპილოტო საფრენ აპარატს და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს შეიძენს და რუსეთის საზღვარზე ღობეებს ააშენებს.

1940-იან წლებში ფინეთი საბჭოთა კავშირთან ორჯერ იბრძოდა. პირველად ეს იყო 1939-1940 წწ ზამთრის ომი, რომლის დროს ფინეთმა თავისი ტერიტორიის მეხუთედი დაკარგა, მაგრამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება შეძლო. ამის შემდეგ ფინეთი საბჭოთა კავშირს მეორე მსოფლიო ომის დროს ებრძოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთი ნეიტრალური ქვეყანა გახდა.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი გამოთქვეს. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 უკრაინის აღდგენა ევროპელების არა ერთი, არამედ რამდენიმე თაობის ამოცანა იქნება - ოლაფ შოლცი

👉 „ომი რომ არ გვინდა და მწვავე დაპირისპირება, იმიტომ ზანზარებდა რუსთაველი“ - თაკო ჩარკვიანი

👉 „ევროპული საბჭო მზადაა, ვალდებულებების შესრულების შემდეგ, საქართველოს სტატუსი მისცეს“ - რიკარდ იოზვიაკი

👉 „არც ექვს თვეში და არც ექვს წელიწადში ევროკავშირის კანდიდატობა არ გვემუქრება“ - კახა გოგოლაშვილი

👉„მოლდოვას და უკრაინას ავანსად მისცეს სტატუსი“ - გია ხუხაშვილი