
თეირანში ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისსა და მის რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დაიწყო.
რაისმა მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სირიის კონფლიქტში რუსეთისა და ირანის თანამშრომლობით რეგიონი უფრო უსაფრთხო გახდა.
„იმედი მაქვს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ირანში გარდამტეხი იქნება ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცების კუთხით, როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დღის წესრიგში.
ჩვენ დაგვიგროვდა სირიის მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება. ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობის წყალობით რეგიონი უფრო უსაფრთხო გახდა. სხვა ქვეყნები მხოლოდ ტერორიზმს ებრძვიან, მაგრამ ჩვენმა თანამშრომლობამ აჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ დასახულ მიზნებს“, - განაცხადა რაისმა.