უცხოეთი

რუსეთმა „არამეგობრული“ ქვეყნების სია გააფართოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
1658477912
დაკოპირებულია

რუსეთის მთავრობამ „არამეგობრული“ ქვეყნების სია გააფართოვა. 

სიას საბერძნეთი, დანია, სლოვენია, ხორვატია და სლოვაკეთი შეუერთდნენ.

„მთავრობის მიერ დამტკიცებული სია არ არის საბოლოო. უცხო სახელმწიფოების მტრული ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც მიმართულია საზღვარგარეთ რუსეთის მისიების წინააღმდეგ, შესაძლოა, სია კიდევ გაფართოვდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
 
ჯამში რუსეთისთვის „არამეგობრული“ ქვეყნების სიაში 48 ქვეყანაა: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტაინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან-მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია და იაპონია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რუსეთი რამდენიმე წელიწადში დაშლას დაიწყებს, საქართველო ამ სცენარისთვის მზად უნდა იყოს - ბენ ჰოჯესი

👉 რუსებს ოკუპირებულ კუპიანსკში ჯარისკაცების ცხედრებისთვის მაცივრები არ ყოფნით

👉 „დონეცკსა და ლუგანსკს როცა საჭირო იქნება, ვაღიარებთ, დღეს ეს მნიშვნელოვანი არაა“ - ლუკაშენკო

👉 „უკრაინას დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება მხოლოდ სამხედრო გზით შეუძლია“ - პოდოლიაკი

👉 პუტინი ფიქრობს, რომ გაიმარჯვებს, მას 3 მკაფიო გეგმა აქვს - NYT