
რუსეთის ხელისუფლებამ მოსკოვში მყოფ საფრანგეთის ელჩს აცნობა, რომ საელჩოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.
რუსული მხარე აცხადებს, რომ ამ პიროვნების ქვეყანაში ყოფნა მათთვის არასასურველია.
საფრანგეთმა რუსეთის ამ გადაწყვეტილებას „სამწუხარო“ უწოდა.
შეგახსენებთ, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, აპრილში საფრანგეთმა 41 რუსი დიპლომატის გაძევება გადაწყვიტა, რომელთა ქმედებები, პარიზის თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მოგვიანებით კიდევ 6 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 რუსული ჯარები 5 კილომეტრით დაწინაურდნენ ლისიჩანსკისკენ - ბრიტანული დაზვერვა