მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა მთიან ყარაბაღში სამშვიდობო ძალების სარდალი შეცვალა

რუსების ახალი სარდალი მთიან ყარაბაღში

მთიან ყარაბაღში დისლოცირებულ რუსეთის სამშვიდობო ძალებს ახალი სარდალი ჰყავთ. ამ თანამდებობაზე გენერალ-ლეიტენანტი გენადი ანაშკინი დანიშნა. ამის შესახებ azerbaycan24.com იუწყება.

ახალი სარდალი რუსულმა მხარემ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე წარადგინა.

წინა სარდალი რუსტამ მურადოვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მოკლე პერიოდი ყარაბაღში რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლის თანამდებობას გენერალ-მაიორი მიხეილ კოსობოკოვი ასრულებდა.