მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა სახმელეთო შეტევითი შესაძლებლობების 30%-ზე მეტი დაკარგა - ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაური

დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ადმირალ ტონი რადაკინის განცხადებით, რუსეთმა თავისი სახმელეთო საბრძოლო ეფექტურობის 30%-ზე მეტი დაკარგა, რაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მატებს აბსოლუტურ თავდაჯერებულობას, რომ ისინი ამ ომში გაიმარჯვებენ.

„მათ აბსოლუტურად ცხადად ესმით, რომ გეგმავენ მთელი ტერიტორიის დაბრუნებას უკრაინის ფარგლებში და ხედავენ, რომ რუსეთს აქვს სირთულეები, რომელმაც, ჩვენი შეფასებით, დაკარგა სახმელეთო საბრძოლო შესაძლებლობების 30%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტში 50 000 რუსი სამხედრო ან დაიღუპა ან დაიჭრა, რუსეთის კუთვნილი თითქმის 1 700 ტანკი და 4 000 ჯავშანტრანსპორტი განადგურდა“, - აღნიშნა რადაკინმა.

ადმირალმა აღნიშნა, რომ რუსეთი მსოფლიო წესრიგისთვის არის გამოწვევა.

„რუსეთმა ეს შეჭრა დაიწყო მთელი უკრაინის აღების ამბიციით, იმ მოლოდინით, რომ ქალაქებს პირველ 30 დღეში აიღებდა. რუსეთს ჰქონდა მისწრაფებები, დაეთესა განხეთქილება და მოეხდინა ზეწოლა ნატოზე. რუსეთი წარმოადგენს გამოწვევას მსოფლიო წესრიგისთვის, რუსეთი მარცხდება ყველა ამ მისწრაფებაში, რუსეთი ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოა, ვიდრე ეს იყო თებერვლის დასაწყისში“, - აღნიშნა ტონი რადაკინმა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 პუტინმა ხარკოვის რეგიონის არაოკუპირებული ნაწილის აღების ბრძანება გასცა - ISW

🔴 ფიქრობ, რომ შემდეგი რაკეტა შენ მოგვხვდება, უმწეო ხარ, დასამალი არსად არის - „აზოვსტალის“ მცველი

🔴 „უკრაინას შეუძლია დაამარცხოს რუსეთი ერთ წელიწადში“ - აშშ-ის არმიის ყოფილი გენერალი

🔴 „ომი წლების ან თვეების განმავლობაში გაგრძელდება“ - საომარი მოქმედებების დასრულების სამი სცენარი

🔴 „უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება, ბრძოლა 21-ე საუკუნის დასავლურ შეიარაღებასა და საბჭოთა მე-20 საუკუნის შეიარაღებას შორის იწყება“ - ზურაბ ბატიაშვილი