მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა წააგოს - ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა

„რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა წააგოს და უკრაინა უნდა გახდეს თავისუფალი“, - ამის შესახებ  პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ სახელმწიფოების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტზე ტელეხიდის საშუალებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ უკრაინა ძალიან მალე გათავისუფლდება, ძალიან მალე აღდგება და გახდება ყველაზე ჯადოსნური და თანამედროვე ქვეყანა მსოფლიოში. მთავარია, რომ ახლა რუსები ამ ომში ყველა განზომილებაში დამარცხდნენ“, - განაცხადა დუდამ. 

დუდამ ასევე აღნიშნა უკრაინელი ჯარისკაცების მამაცობა ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში. 

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების დახმარებას, რაც ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა“, - დასძინა დუდამ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

🔴 სამხედრო ექსპერტმა განმარტა რომელ რაკეტებს „ზოგავს“ რუსეთი კიევზე თავდასხმისთვის

🔴 ირანში წყალდიდობას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა

🔴 კრემლი აგრძელებს სურსათის იარაღად გამოყენებას, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს - ბრიჯიტ ბრინკი

🔴  „რბილად რომ ვთქვათ, გამოწვევაა“ - ანალენა ბაერბოკი ერდოღანს პუტინთან გადაღებული საერთო ფოტოს გამო აკრიტიკებს

🔴  ტეხასში ავტოკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა

🔴  სახლზე ხის დაცემის შედეგად 2 ბავშვი დაიღუპა - შემთხვევა ალაბამაში