უცხოეთი

რუსეთს არ სურს ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით - აშშ-ის ელჩი გაეროში

აშშ-ის ელჩი გაეროში
1659773170
დაკოპირებულია

უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის მეექვსე თვეში რუსეთს არ სურს ომის დასრულება მოლაპარაკებების გზით, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა ტომას-გრინფილდმა განაში აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობისას განაცხადა.

„არცერთ ჩვენგანს არ სურს ცივი ომის განმეორება. აფრიკელებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თავიანთი საგარეო პოლიტიკური პოზიცია ზეწოლისა და მანიპულაციის გარეშე, მუქარის გარეშე“, - აღნიშნა  აშშ-ის ელჩმა გაეროში.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ ათობით მილიონი აფრიკელი უკრაინაში ომის გამო შიმშილის საფრთხის წინაშე დგას.

„მსმენია, რომ ბევრ აფრიკელ ლიდერს სურს ამ ომის დიპლომატიური დასრულება და ჩვენ არ შეგვიძლია არ დავეთანხმოთ ამას. მოსკოვსა და კიევს მოუწევთ იპოვონ გზები კონფლიქტის მოსაგვარებლად. მშვიდობა - ყოველთვის ჯობია მოლაპარაკებების მაგიდაზე გადაწყვიტოთ და არა ბრძოლის ველზე. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ნიშნებს, რომ რუსეთი მზად არის დიპლომატიური გადაწყვეტილების მისაღებად“, - განაცხადა ელჩმა.

ამასთან, მან დასძინა, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები უკრაინელი ხალხის მიერ განსაზღვრული პირობებით უნდა წარიმართოს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსეთი არ უქმნის საფრთხეს მსოფლიო წესრიგს, ნატოსგან განსხვავებით - დმიტრი პესკოვი

✔️ პუტინი ცოცხალია? ვინ ასრულებს დღეს პუტინის როლს - ეს აბსოლუტურად ღია კითხვაა - უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი

✔️ „გვჭირდება ძლიერი ამერიკა ძლიერი ლიდერით“ - ვიქტორ ორბანი

✔️ რუსეთის ფედერაციის ჯარში ეთნიკური შეტაკებები დაიწყო

✔️ უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის სოფელი დმიტრივკა ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს