მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ოპერაციის დასაწყებად საკმარისი ძალები არ შეუკრებია“ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

„რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ოპერაციის დასაწყებად საკმარისი ძალები არ შეუკრებია“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა

მისივე თქმით, დღეს პრიორიტეტული სიტუაციის კონტროლი და შესაძლო საფრთხის რეალისტურად შეფასებაა. 

„უკრაინის საზღვრის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავმოყრილი რუსული ჯარების რაოდენობა დიდია, ეს საფრთხეს წარმოადგენს - პირდაპირ საფრთხეს უკრაინისთვის, თუმცა ეს რიცხვი მთელი უკრაინის გასწვრივ სრულმასშტაბიანი შეტევისთვის არასაკმარისია. რუსებს არ განუთავსებიათ მნიშვნელოვანი სამხედრო ტექნიკა და სისტემები ასეთი ფართომასშტაბიანი შეტევის განსახორციელებლად. 

ჩვენ ვხედავთ უკრაინის დესტაბილიზაციის სცენარს და ეს სცენარი გარდაუვალია, ეს უკვე ხდება პანიკის გავრცელებით, უკრაინის ფინანსურ სისტემაზე ზეწოლით, უკრაინის წინააღმდეგ კიბერშეტევებით. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი პუტინი სიამოვნებით იხილავს ამ გეგმის წარმატებას, ასე რომ, მას არც კი მოუწევს სამხედრო ძალის გამოყენება, რათა უკრაინა უკიდურესად დაუცველ მდგომარეობაში ჩააგდოს. დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტია, ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყოს, და უშუალო საფრთხის შეფასების დროს რეალისტურები ვიყოთ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ. 

შეგახსენებთ, 2021 წლის ნოემბრის შემდეგ აშშ-ის და ნატოს ქვეყნების დაზვერვა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის შესახებ იუწყება. შეერთებული შტატები ეჭვობენ, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ამზადებს. იხილეთ აგრეთვე:

🔴 უკრაინაში რუსეთის შეჭრის 4 შესაძლო სცენარი - depo.ua

🔴 „ჩვენი არმიის და შეიარაღების შემადგენლობა ალბათ 10-ჯერ უკეთესია ვიდრე, 2014 წელს იყო“ - ლიზა იასკო

🔴 „სრულმასშტაბიანი ომის შანსი ძალიან დაბალია, მაგრამ მოსალოდნელია ლოკალური კონფლიქტი“ - უკრაინელი დიპლომატი

🔴 ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ქვეყნის პრეზიდენტის ნაცვლად უკრაინელებს ბოდიშს უხდის

🔴 ბაიდენი პუტინისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას განიხილავს

🔴 უკრაინას ნატოში არაფერი ესაქმება - ხორვატიის პრეზიდენტი

🔴 „ამ მომენტისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო შემოჭრა ფიზიკურად შეუძლებელია“ - უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი

🔴 უკრაინელ სპორტსმენებს პეკინის ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენების გვერდით დგომას არ ურჩევენ