უცხოეთი

რუსეთს უკრაინასთან მოლაპარაკებებში ერდოღანის შუამავლობა სურს - Bloomberg

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები გადაიდო
1659715003
დაკოპირებულია

„მოსკოვი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელიც რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინს ხვდება, უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში უყურებს როგორც პოტენციურ შუამავალს. ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება. 

კრემლთან დაახლოებული ორი წყაროს ცნობით, თურქეთი დიდი ხანია დაჟინებით მოითხოვს შუამავლის როლს უკრაინის მშვიდობიანი მოლაპარაკების საქმეში. ეგრეთ წოდებული მარცვლეულის გატანის შესახებ შეთანხმების დადებამ, რისთვისაც პუტინმა პარასკევს ერდოღანს პირადად მადლობა გადაუხადა, შესაძლოა ვითარება შეცვალოს.

„მიუხედავად ამისა, რუსეთს ჯერ არ შეუმსუბუქებია თავისი პირობები საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით და ჩიხში ჩავარდნილი სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასთან მიმართებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ განახლდეს“, - აცხადებს წყარო. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ

✔️ ღაზაზე ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 წლის ბავშვი - პალესტინური მხარე

✔️ ენტონი ბლინკენი: ჩინეთის სამხედრო წვრთნები მნიშვნელოვანი ესკალაციაა

✔️ 14 წლის მოზარდს ზურგში ესროლეს და მოკლეს - შემთხვევა ნიუ-იორკში

✔️ თეთრი სახლი მოსკოვს მოუწოდებს, დათანხმდეს შეთავაზებას, რომელიც კალათბურთის ვარსკვლავ ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებას ეხება