უცხოეთი

„რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს არასდროს მივაწვდით“ - „ბაირაქტარის“ აღმასრულებელი დირექტორი

უპილოტო საფრენი აპარატი ბაირაქტარი
1658259696
დაკოპირებულია

თურქული კომპანია „ბაირაქტარის“ აღმასრულებელი დირექტორი ჰალუკ ბაირაქტარი აცხადებს, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს რუსეთს არასდროს არ მიაწვდის. 

CNN-თან ინტერვიუში ბაირაქტარმა აღნიშნა, რომ უკრაინა ძალიან მძიმე აგრესიის და არაპროპორციული თავდასხმების ქვეშაა.

„ჩვენ მათთვის [რუსებისთვის] არაფერი მიგვიწოდებია და ასეთ რამეს არასოდეს გავაკეთებთ, რადგან მხარს ვუჭერთ უკრაინას, მხარს ვუჭერთ მის სუვერენიტეტს, მის ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის.

ვამაყობ, რომ „ბაირაქტარი“ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის წინააღმდეგობის ერთ-ერთი სიმბოლო გახდა“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ უკრაინამ „ბაირაქტარისგან“ ომის დაწყების შემდეგ, ჯამში 50 უპილოტო საფრენი აპარატი მიიღო. 

ჰალუკ ბაირაქტარის მამამ კომპანია „ბაირაქტარი“ 1980-იან წლებში დააარსა. ჰალუკი კომპანიას თავის ძმასთან, სელჩუკ ბაირაქტართან, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიძესთან ერთად მართავს.

„ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენ აპარატს ჰაერში 27 საათის განმავლობაში ყოფნა და მაქსიმუმ 7 620 მეტრის სიმაღლეზე აფრენა შეუძლია.  

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 პოლონეთმა აშშ-სგან Abrams-ის ტიპის 28 ტანკი მიიღო

👉 „რუსეთს უფრო და უფრო უჭირს შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის შენარჩუნება“ - ბრიტანეთის დაზვერვა

👉 დაინიშნება თუ არა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ალექსეი არესტოვიჩი? - არესტოვიჩის განმარტება

👉 „28 თანამდებობის პირის გათავისუფლების საკითხი წყდება, სხვადასხვა მიმართულება, მიზეზები მსგავსი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

👉 „ბრძოლის ველზე სიტუაციის დასტაბილურება მოვახერხეთ, დაძაბულია, მაგრამ სრულად კონტროლირებადია“ - ვალერი ზალუჟნი