
რუსეთის ფედერაციაში COVID 19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, 79 პაციენტი საავადმყოფოში რჩება. დაფიქსირდა ვირუსისგან განკურნების 4 შემთხვევა.
ცნობისთვის, კორონავირუსის გამო მოსკოვში 12 აპრილამდე სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. რუსეთმა ვირუსის გამო საზღვარი ჩაკეტა ბელარუსთთან, ასევე საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა როგორც ევროპის ქვეყნებთან, ასევე ჩინეთთან და ირანთან.