
რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ დროისთვის, COVID-19 ინფექციით რუსეთში 147 ადამიანი დაინფიცირდა. კერძოდ, მოსკოვში 31 ადამიანი ვირუსით დაავადებული, დანარჩენი კი ტომსკისა და ნოვოსიბირსკის რეგიონებში.
ცნობისთვის, რუსეთის განათლების მინისტრმა ახალი კორონავირუსის გამო ქვეყნის მასშტაბით 12 აპრილამდე სასწავლო პროცესის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.