
რუსეთის ტომსკის ოლქში სამგზავრო თვითმფრინავი „ან-28“ გაუჩინარდა. ამის შესახებ BBC იუწყება.
თვითმფრინავი ავიაკომპანია „ციმბირის ავიახაზებს“ ეკუთვნოდა. საჰაერო ხომალდთან კავშირი გაწყდა და დისპეტჩერმა ავარიული სიგნალი მიიღო. თვითმფრინავმა სავარაუდოდ, კატასტროფა განიცადა ან ავარიული დაფრენა განახორციელა. „ან-28“-ის ბორტზე 17 ადამიანი იმყოფებოდა.
„ან-28“ ორძრავიანი ტურბოხრახნიანი თვითმფრინავი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს არის გამოშვებული, მას 2 ათასი კილომეტრის მანძილზე ფრენა შეუძლია.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითფმრინავის პილოტებმა ავარიული დაფრენა განახორციელეს. ვორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრი გადარჩა. ავარიის მიზეზი ძრავების გაუმართაობა გახდა.